21:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-10 22:50:12, 1464 ნახვა

სამართალი
კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების ბრალდებით 23 წლის მეგი დიასამიძე დააკავეს

კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების ბრალდებით მეგი დიასამიძე დააკავეს. 

23 წლის დიასამიძე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლითაა დაკავებული. 

სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება  – მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ორ წლამდე პატიმრობას.

„სხვისი ნივთის დაზიანება დანაშაული მხოლოდ მაშინაა, თუ ზიანი აჭარბებს 150 ლარს (სსკ 187 მუხლი). 23 წლის ადამიანი დააკავეს წარწერის გაკეთებაზე, რომელიც რამდენიმე წუთში წაშალეს კალაძის თანამშრომლებმა. ერთი ბეწო სინდისის მქონე სასამართლოც კი პირველივე სხდომაზე უნდა ათავისუფლებდეს მეგის“, - წერს იურისტი საბა ბრაჭველი.

შსს-ს ცნობით, 8 სექტემბერს, კალაძის შტაბთან აქციის მონაწილეებზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ.

დაკავებულთაგან ერთ-ერთია ზაზა მამალაძე, რომელმაც ქალს სახელში ხელი გაარტყა. კადრებში ჩანს, რომ ის, ასევე, უხამს ჟესტებს აჩვენებს აქციის მონაწილეებს. 

მეორე დაკავებულია ირაკლი ბუაჩიძე. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ის ხელკეტით უსწორდება აქციის მონაწილეებს.  სხვა ვიდეოში მას პოლიციელი ეხვეწება, რომ „დრინი“ (ხელკეტი) მისცეს. ბუაჩიძე პოლიციელს ეუბნება, რომ „მათიანია, ოცნებიდანაა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics