|
2025-09-08 23:16:52, 1487 ნახვა
სამართალი
პუბლიკა- აქციაზე ჩვენს 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონები წაართვეს
ონლაინ მედია პუბლიკას განცხადებით, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან გამართულ აქციაზე მათ ორ ჟურნალისტს - ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს, ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონები წაართვეს. "ალექსანდე ქეშელაშვილის ტელეფონის დაბრუნება მოვახერხეთ კოლეგის დახმარებით, ამ დრომდე ვეძებთ პუბლიკის კუთვნილ მეორე ტელეფონს. პუბლიკა მოუწოდებს პირს, რომელმაც ჩვენს ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა, დაუბრუნოს ის რედაქციას. გვაქვს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ ვინ ართმევს ჩვენს ჟურნალისტს ტელეფონს. პუბლიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რედაქციის ტექნიკის მოპარვასა და ჩვენი ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე". - წერია პუბლიკას განცხადებაში. "ეს იყო მიზანმიმართული ძალადობა ჟურნალისტებზე" - ამის შესახებ გამოცემა "პუბლიკას" მთავარმა რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, "პუბლიკას" ორი ჟურნალისტი, რომლებსაც დაპირისპირების დროს მობილური ტელეფონები წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, კახა კალაძის შტაბთან პოლიციას ელოდებიან. ლიკა ზაკაშვილი შსს-ს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი. მისი თქმით, ორივე თავდამსხმელი, მათი მხრიდან, უკვე იდენტიფიცირებულია და ახალა გამოძიების რეაგირებას ელოდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)