|
2025-08-31 15:11:49, 1484 ნახვა
სამართალი
გურიაში 27 წლის კაცმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა, იგი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1998 წელს დაბადებული ფ.ც. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გურიაში, 2011 წელს დაბადებული მ.კ. ძალის გამოყენებით გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ფ.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებული 27 წლის კაცია, რომელიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. მოძალადე გურიაში იმერეთიდან ჩავიდა და არასწრულოვანი სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. ამას ადასტურებს სატელეფონო მიმოწერაც, რომელიც გოგონას ტელეფონში ახლობელმა ნახა. როგორ 13 წლის გოგონას დედა ამბობს, ბავშვი სპეციალური საჭიროებების მქონე იყო და ამ მიზნით მას სკოლაშიც კი სპეციალური მასწავლებელი ჰყავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)