|
2015-02-18 09:23:00, 548 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ეველინ ფარკასს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს უმასპინძლა. ეველინ ფარკასი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდის ხელმძღვანელობით, საქართველოში რეგიონულ ვიზიტად მყოფი აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობითი დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას გაესვა ხაზი და აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატოში ინტეგრაციისკენ სწრაფვას. მინდია ჯანელიძემ ამერიკულ მხარეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებული ერთობლივი განცხადების მხარდაჭერისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩასართავად ქართული ასეულის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიმართულებები და ამ მხრივ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დეტალურად განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და აშშ-ის როლს პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესში. განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება იყო. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და მზადყოფნა გამოხატა აქტიურად გააგრძელოს ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა. აღინიშნა პრეზიდენტ ობამას ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთვის დაგეგმილი დახმარების მნიშვნელობა. ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიერ ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ისა ოპერაციაში და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მთავრობის მზადყოფნა გააგრძელოს დახმარება საერთაშორისო სტაბილურობის უზრუნველყოფის მისიებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციისთვის საჭირო ეროვნული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონალური უსაფრთხოება და არსებული გამოწვევები იყო.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)