21:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 14:40:32, 1419 ნახვა

სამართალი
ოკუპირებულ არცევში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებული სოფელ არცევის ე.წ. „შინაგან საქმეთა დეპარტამენტის“ თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ცხინვალის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულმა „უკანონოდ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“.

ინციდენტი 18 აგვისტოს საღამოს სოფელ არცევში მოხდა.

საქართველოს მოქალაქე 1992 წელს დაბადებული მამაკაცია.

„მისი ვინაობა დადგინდა, რის შემდეგაც დაკავებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კგბ-ს გადასცეს“, - წერენ ადგილობრივი მედია.

ამ ფაქტის დაწერის მომენტისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომენტარი არ გააკეთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics