16:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-11 23:30:15, 9475 ნახვა

სპორტი
თბილისის დინამოს კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე თურქეთის სუპერლიგის კლუბში ითამაშებს

ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგის კლუბ კარაგუმრუკში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ქართულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

დინამო თბილისის კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქულ კლუბ კარაგუმრუკში გააგრძელებს. მხარეები შეთანხმდნენ იჯარის ხელშეკრულებაზე ერთი წლის ვადით. თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს. „წარმატებებს გისურვებ, ნიკა“, - ნათქვამია თბილისური კლუბის განცხადებაში.

21 წლის მცველი თბილისის დინამოს აკადემიის კურსდამთავრებულია. ის ძირითად გუნდში 2022 წელს დაწინაურდა, ხოლო ეროვნულ ლიგაში დებიუტი 2023 წელს შეასრულა. მან საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა.

უგრეხელიძემ 21-წლამდელთა ნაკრებში ყველა საკვალიფიკაციო მატჩი ჩაატარა, თუმცა ტრავმის გამო რამაზ სვანაძის გუნდს ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე ვერ დაეხმარა.

21 წლის ნიჭიერი ქართველი მცველი Transfermarkt-ზე 350 000 ევროდ არის შეფასებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics