18:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 19:30:48, 1028 ნახვა

სამხედრო
საქართველოს ავღანეთში ახალი სამხედრო წარმომადგენელი ჰყავს

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ახალი უფროსი წარმომადგენელი ჰყავს. პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ შეცვალა. 
ახალი სამხედრო წარმომადგენელი უკვე ესტუმრა ყველა იმ ბაზას, სადაც „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში ქართული ქვედანაყოფები არიან დისლოცირებული. მათ შორისაა ბალხის პროვინციაში ბაზა „მარმალი“, სადაც 32-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულია დისლოცირებული.
მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, ავღანეთში წარმომადგენლობის მთავარი სერჟანტი ლევან ჯავახიშვილი და 32-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულის მეთაური, მაიორი ლევან შუბითიძე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ჰარტმუტ რენკს შეხვდნენ და მისგან რეგიონში შექმნილი ვითარების ანალიზი მოისმინეს.
შეხვედრაზე გერმანელმა გენერალმა ხაზი გაუსვა ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს და  საპასუხისმგებლო მისიაში კვალიფიციური სამხედროების მივლინებისთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალების გენერალურ შტაბს მადლობა გადაუხადა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics