16:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-07 16:07:49, 29998 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო - აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 70-ზე მეტი პირი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 70-ზე მეტი პირი დაიღუპა, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, ოლეგ ბარციცმა, რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ბარციცის თქმით, როდესაც რუსეთი ბრძოლას აწარმოებს, აფხაზეთი საქმით და არა სიტყვით დგას მის გვერდით და აფხაზეთიდან მოხალისეები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან.

ოლეგ ბარციცმა აღნიშნა, რომ საომარ ზონაში მუშაობენ მოხალისეები, აფხაზეთიდან ჩასული ჟურნალისტები და ექიმები, რომლებიც დაჭრილებს ეხმარებიან.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავად იმყოფებოდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ჰუმანიტარული მისიით. ამასთან, ბარციცი 6 ივნისს რუსეთში ჩავიდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics