|
2025-05-09 16:03:06, 1197 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვუწოდებ ევროპას და დემოკრატ მეგობრებს, მხარი დაუჭირონ ტრიბუნალის შექმნას
ვამაყობთ ევროპით, რომელიც არ კლავს, რომელიც გაერთიანებულია. რომელიც იცავს საერთაშორისო სამართალს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჩვენს კონტინენტს გრძელი და მდიდარი ისტორია აქვს, მაგრამ დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვამაყობთ ჩვენი ახალი ევროპით - ევროპით, რომელმაც იცის, როგორ იცხოვროს და იცავს სიცოცხლის უფლებას. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ეს ევროპა. ჩვენ ვამაყობთ ევროპით, რომელიც არ კლავს, რომელიც გაერთიანებულია, რომელიც იცავს საერთაშორისო სამართალს. ევროპით, რომელიც პატივს სცემს ინდივიდს და თუ ვიკითხავთ, ვინ არის ეს ინდივიდი, ეს ნამდვილად არ არის რომელიმე მმართველი ან მეფე. დღევანდელი ევროპის გულში ყველა ადამიანის პატივისცემაა“, - აცხადებს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ პასუხისმგებლობის გარეშე დეკლარირებული უფლებები რეალური არ არის და ადამიანის ღირსების პატივისცემა გაქრობას იწყებს. „ეს არის მე-20 საუკუნის უდიდესი მორალური მემკვიდრეობა - უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, პასუხისმგებლობა ომისთვის, რადგან თუ ერთი ომიც კი დაუსჯელი დარჩება, მას კიდევ მეტი ომი მოჰყვება. სწორედ ამიტომ დაიწყო პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ - ის წინა ომებს დაუსჯელად გადაურჩა, როგორც ბანდიტი, რომელსაც არასდროს არაფერზე მოუწია პასუხისგება. ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს. დღეს თქვენს წინაშეა გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი ომების თავიდან აცილებას ანგარიშვალდებულების გზით. გადაწყვეტილება შეიქმნას ტრიბუნალი - ტრიბუნალი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის“, - წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ევროპას და სხვა პარტნიორებს მოუწოდებს, ამ გადაწყვეტილების მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ. „დღეს, როდესაც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ლვოვში შეხვედრას მართავენ, მოვუწოდებ მთელ ევროპას და ჩვენს დემოკრატ მეგობრებს მთელ მსოფლიოში, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილების მიმართ“, - წერს ზელენსკი.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)