|
2025-04-30 10:27:24, 1210 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები დაახლოებით 4700 სამხედროს შეადგენს
უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები დაახლოებით 4700 სამხედროს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთი კორეის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ომში ექვსთვიანი მონაწილეობის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რადგან ისინი ახალ იარაღს, მათ შორის დრონებს იყენებენ“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პარლამენტის სადაზვერვო კომიტეტის წევრმა, ლი სონგ-კვონმა. სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლველად 15000 ჯარისკაცი გაგზავნა, მათ შორის 600 დაიღუპა, ხოლო სულ დანაკარგების რაოდენობა 4700-ს შეადგენს. ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ჩრდილოეთ კორეამ პირველად, ოფიციალურად დაადასტურა, რომ რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარები გაგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)