|
2025-04-22 22:01:24, 1304 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მწვანე მიმართულებით მათ გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტის ჯამური ღირებულება 230,000 დოლარია და ის სრულიად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ავჭალაში, აგროჰაბის ცენტრალური წარმოების ტერიტორიაზე, 4,000კვ.მ ფართობზე, 625 kW (DC) სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა. კონტრაქტორ კომპანიას კი საქართველოს ბანკის პარტნიორი და მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანია „Shine Energy” წარმოადგენს. „საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, გარემოზე ზრუნვას და მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი კომპანია „აგროჰაბი“ რომელთანაც დაარსების დღიდან ვპარტნიორობთ და ერთობლივად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, ამჯერად მწვანე მიმართულებით ვთანამშრომლობთ. აღსანიშანავია ისიც, რომ ეს პროექტი საქართველოს ბანკის კიდევ ერთი პარტნიორ ბიზნესთან „Shine Energy”-სთან ერთად განხორციელდა, რომელიც საქართველოს ბანკის მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. მსგავსი პროექტები კარგი მაგალითია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში მწვანე მიმართულების განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ერთად მწვანე ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)