|
2025-04-22 16:42:42, 940 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მობაილბანკის კიდევ ერთი ეკომეგობრული კამპანია
22 აპრილს - დედამიწის დღეს კომპანიები, გარემოზე ზრუნვისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ინიციატივითა და კამპანიით აღნიშნავენ. საერთაშორისო ტენდენციის შესაბამისად, წლებია თიბისიც არაერთი ეკომეგობრული პროექტის ავტორი და მხარდამჭერია. გადამუშავებული სარეკლამო ბანერებით შექმნილი ლეპტოპის ჩანთებისა და ზურგჩანთების შემდეგ, ამჯერად, თიბისისა და „ტენეს“ პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის ფილიალებში 4500 კგ საიზოლაციო რეზინი, 2250 კგ ბოთლის თავსახური და 2,3 კგ მეორადი კაბელი შეგროვდა, გადამუშავდა და მობილურის ეკომეგობრული საკიდები დამზადდა. საკიდი - დაზიანებული USB კაბელებისგან, ტელეფონის ქეისში ჩასადები ფირფიტა - მეორადი TPU მასალისგან, საკიდის გასაფორმებელი აქსესუარები კი ეკოლოგიურად სუფთა PLA პლასტმასისგან დამზადდა, რომელიც ნიადაგში მოხვედრის შემთხვევაში, მარტივად ბიოდეგრადირდება. თიბისი, როგორც პასუხისმგებლიანი ESG (გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის) პოლიტიკის კომპანია, აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს - რამდენად დიდი და პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია გარემოსა და მდგრად განვითარებაზე. #ერთადგავიმარჯვებთ დედამიწისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)