|
2025-04-18 09:39:11, 1021 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შეთანხმების გაფორმების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს
უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს მინერალების შეთანხმების გაფორმების შესახებ. როგორც უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო განმარტავს, აღნიშნული შეთანხმება ადასტურებს მხარეების განზრახვას, დაასრულონ და გააფორმონ შეთანხმება, რომელიც სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნის ხალხისთვის. „დღეს გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი აშშ-თან ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებისკენ. უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს ჩვენი გუნდების კონსტრუქციულ თანამშრომლობას და განზრახვას, დაასრულონ და გააფორმონ შეთანხმება, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ორი ხალხისთვის“, – აცხადებს იულია სვირიდენკო. უკრაინის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ასევე მზადდება საინვესტიციო ფონდი უკრაინის აღდგენისთვის. სვირიდენკოს განცხადებით, ამ დოკუმენტით მხარეებმა დაადასტურეს „ამერიკელი ხალხის სწრაფვა, ინვესტიცია ჩადოს უკრაინელ ხალხთან ერთად თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში“. ახლა საჭიროა აღნიშნული შეთანხმების ტექსტის დასრულება, ხელმოწერა და პარლამენტის მიერ რატიფიცირება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)