|
2025-04-13 13:21:33, 1226 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი სუმის დაბომბვაზე - მხოლოდ არამზადები იქცევიან ასე
მტრის სარაკეტო თავდასხმა იმ დღეს მოხდა, როდესაც ხალხი ეკლესიაში მიდის ბზობას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე, მხოლოდ არამზადას შეეძლო ამის გაკეთება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. „ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლის წართმევა. ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს. ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა საჭირო სამსახური მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთი ომს აჭიანურებს და საჭიროა მასზე ზეწოლა იმისთვის, რომ აგრესია შეჩერდეს. „მსოფლიოს მხრიდან მკაცრი რეაგირებაა საჭირო. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, მსოფლიოში ყველა, ვისაც სურს ამ ომისა და მკვლელობების დასრულება. რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი სურს და ამ ომს აჭიანურებს. აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. ლაპარაკს არასდროს შეუჩერებია ბალისტიკური რაკეტები და საჰაერო ბომბები. გვჭირდება რუსეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ტერორისტი იმსახურებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინის ქალაქ სუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)