20:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 09:57:30, 1070 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე დრონებით მიიტანა იერიში

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ ღამეს კიევზე საბრძოლო დრონებით მიიტანეს იერიში.

ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი იყო.

„მტრის თავდასხმის შედეგად განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, ხანძარი გაჩნდა კიევის სვიატოშინისა და დარნიცკის რაიონებში. დაზიანდა კერძო სახლი და არასაცხოვრებელი შენობა. ადგილზე მაშველები მუშაობენ“, – ნათქვამია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სვიატოშინის რაიონში ორი ადამიანი დაშავდა.

რუსეთის საბრძოლო დრონებმა ღამით ასევე შეუტიეს ხარკოვს. ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ხარკოვზე „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სამი დარტყმა განხორციელდა, რომელთაგან ორი ნემიშლიანსკის რაიონში მოხდა. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics