20:29 - 28 May, 2026
|
2025-04-10 13:10:56, 1080 ნახვა
ომი უკრაინაში
„მსურველთა კოალიციის“ თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში უკრაინის საკითხს განიხილავენ
ბრიუსელში დღეს ე.წ. „მსურველთა კოალიციაში“ შემავალი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეხვედრის დროს დაგეგმილია უკრაინაში სხვადახვა ქვეყნების სამშვიდობო ძალების შეყვანასთან დაკავშირებული ოპერატიული გეგმების განხილვა. შეხვედრას, სავარაუდოდ, დაახლოებით 30 თავდაცვის მინისტრი დაესწრება, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრები, ჯონ ჰილი და სებასტიან ლეკორნიუ უხელმძღვანელებენ. გამოცემა წერს, რომ ჯონ ჰილი შეხვედრის დროს დაჟინებით მოითხოვს უკრაინის მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში ჩაყენებას მისი სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის მომავალი აგრესიის შეკავების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)