|
2025-04-05 16:16:17, 1501 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - კრივი-რიჰში რუსების მიერ განხორციელებულ დარტყმაზე უკრაინაში აშშ-ის საელჩოს რეაქცია გულდასაწყვეტია
კრივი-რიჰში რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე უკრაინაში აშშ-ის საელჩოს რეაქცია გულდასაწყვეტია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაფიქსირებული „პრინციპული პოზიციისთვის“ ჩეხეთის, ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასსა და კიევში იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და გერმანიის საელჩოებს მადლობა გადაუხადა. „სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს რეაქცია გასაოცრად გულდასაწყვეტია. ასეთი ძლიერი ქვეყანა, ასეთი ძლიერი ხალხი და ასეთი სუსტი საპასუხო რეაქცია. მათ სიტყვა „რუსულის“ ხსენებისაც კი ეშინიათ, როდესაც საუბრობენ რაკეტაზე, რომელმაც ბავშვები დახოცა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე. ომის დასრულებისა და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ კრივი-რიჰზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი და 61 დაშავდა. ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას სოციალურ ქსელში უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი გამოეხმაურა. „შემაძრწუნებელია ის, რომ დღეს ღამით კრივი-რიჰში ბალისტიკური რაკეტა ბავშვების სათამაშო მოედანთან და რესტორანთან ახლოს ჩამოვარდა. 50-ზე მეტი დაშავდა და 16 დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი. სწორედ ამიტომ უნდა დასრულდეს ეს ომი“, - დაწერა უკრაინაში აშშ-ის ელჩმა სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)