|
2025-03-29 10:50:59, 1412 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი - წიაღისეულის შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ, თუ ის EU-ში გაწევრიანებას შეგვიზღუდავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, თუ ის საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ზელენსკის თქმით, 28 მარტს უკრაინამ აშშ-სგან შეთანხმების ახალი ვერსია მიიღო. "ახალ ვერსიაში ბევრი რამაა, რაც ადრე არ განხილულა. ასევე, არის საკითხები, რომლებიც ადრე მხარეებმა უარყვეს" - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმების ახალი ვერსია შესაძლოა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ეწინააღმდეგებოდეს, რადგან მასში გათვალისწინებულ მკაცრ შეზღუდვებს უკრაინის ეკონომიკურ სუვერენიტეტზე გავლენა ექნებათ. "უკრაინის კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ კურსს. არაფერს, რაც საფრთხეს შეუქმნის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, არ მივიღებთ" - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს. პრეზიდენტი მზად არის განიხილოს შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში „არ იქნება შესაბამისი საკანონმდებლო საფრთხეები“. მან ასევე აღნიშნა, რომ იურისტებმა შეთანხმების ყველა ვერსია უნდა შეადარონ და თავისი შეფასებები შეიმუშავონ. ვაშინგტონი თავდაპირველად გეგმავდა შეთანხმების ხელმოწერას 28 თებერვალს, თუმცა პროცესი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ზელენსკის შორის უპრეცედენტო კამათის შემდეგ გადაიდო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)