|
2025-03-29 10:14:51, 1307 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი დნიპროს დრონებით თავს დაესხა - არიან დაღუპულები, მათშორის ორსული ქალი
რუსეთმა უკრაინაში ქალაქ დნეპრზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი ლისაკი ავრცელებს. ცნობები ადგილობრივ ტელეგრამ-არხებშიც ვრცელდება. უახლესი ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 4 ადამიანი, ხოლო დაშავდა, სულ მცირე, 15 ადამიანი. "დნეპრში აფეთქებები ისმის. უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის გამო რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, საცხოვრებელ სექტორში არის დაზიანებები. ყველა ინფორმაცია ზუსტდება". - წერდა ლისაკი. მოგვიანებით, ლისაკმა განახლებული ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ იერიშების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. მისივე ცნობით, ხანძრები სარესტორნო კომპლექსში, მრავალსართულიან კორპუსსა და კერძო სახლებში გაჩნდა. ლისაკის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული 27 წლის ორსული ქალია, დაშავებულთაგან ორი კი 69 წლის კაცი და ქალი არიან, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)