20:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 15:20:49, 1397 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტით და 86 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში

27 მარტის ღამეს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა Искандер-М ტიპის ბალისტიკური რაკეტით და 86 უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის შაჰედის ტიპის დრონებით მიიტანა იერიში. აქედან უკრაინის ძალებმა 42 დრონის განადგურება შეძლეს, 26 დრონი კი ლოკაციურად დაიკარგა.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

"მტერმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტით ვორონეჟის ოლქიდან და 86 დამრტყმელი დრონით მილეროვოს, კურსკის, პრიმორსკო-ახტარსკის და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდან მიიტანა იერიში" - წერია განცხადებაში.

შეტევის შედეგად დაზიანდა ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის და ჩერნიგოვის ოლქები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics