03:10 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 17:04:48, 1173 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს" წევრობის და „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დასაწყისში, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერმა პირმა საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების" დავალებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში აგრარული ბაზარი გახსნა. ვინაიდან აღნიშნული სავაჭრო ობიექტი ქუთაისში არსებულ ანალოგიურ ბაზარს კონკურენციას ვერ უწევდა, ბრალდებულებმა „კანონიერი ქურდების" სახელის და მათი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ასევე სხვადასხვა უკანონო ქმედებებით,  კონკურენტი ბაზარიდან იძულებით გადაიყვანეს ძირითადი მოვაჭრე პირები, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა   ფაქტობრივად ფუნქციონირება შეწყვიტა.

სამართალდამცველებმა 7 ბრალდებული 24 მარტს დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

ბრალდებულებს ბრალდება,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით („კანონიერი ქურდობა"), 223¹ მუხლის 1-ლი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა) და 223³  მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics