|
2025-03-21 10:50:56, 791 ნახვა
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეს ოლქზე რუსეთის მორიგი იერიშის შედეგად ბავშვები დაშავდნენ
რუსეთმა ზაპოროჟიეს რაიონის დასახლებულ პუნქტებზე საჰაერო იერიში მიიტანა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაიჭრა 6 მოქალაქე, მათ შორის ბავშვი. უწყების მონაცემებით, თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, დაიწვა ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები, ჯამში 700 კვადრატული მეტრის ფართობი. სამსახურის განცხადებით, "ადგილზე მუშაობდნენ გადაუდებელი დახმარების სამსახურები. ჩართული იყო 55 მაშველი და 9 ერთეული ტექნიკა". "საავიაციო ბომბებმა ორი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა და სამი დააზიანა, ასევე, ზიანი მიადგა აგარაკების ტერიტორიაზე მდებარე ნაგებობებს. დაშავებულებმა მიიღეს საჭირო დახმარება. თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება". - განაცხადა უკრაინის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)