|
2025-03-20 13:11:25, 2133 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში, ენგელსის რაიონში, დრონებით თავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
რუსეთში, სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რაიონის ხელმძღვანელზე, მაქსიმ ლეონოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „დადგენილების თანახმად რაიონში მუნიციპალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა“, - წერს ლეონოვი „ტელეგრამის“ არხზე. მანამდე, რუსულმა „ტელეგრამ“ არხებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად, „ენგელსის“ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, გავრცელებული ინფორმაცია სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო. „უსაფრთხოების მიზნით, აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივების ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ყველა სამსახურია მობილიზებული“, - დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე. რომან ბუსარგინის ცნობით, სარატოვის ოლქზე დრონების გამოყენებით ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ოლქის თავზე 54 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)