20:58 - 28 May, 2026
|
2025-03-20 09:35:03, 1266 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა კროპივნიცკიზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს - არიან დაშავებულები
რუსულმა ძალებმა კიროვოგრადის ოლქის ქალაქ კროპივნიცკიზე მასიური შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიროვოგრადის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი რაიკოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, რუსებმა ქალაქს 20-ზე მეტი დრონით შეუტიეს. „განადგურდა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები: კერძო სექტორი, მრავალსართულიანი შენობები. როგორი დაცინვაა - მტრის დრონებმა მშვიდობის ქუჩას დაარტყეს“, - აღნიშნა რაიკოვიჩმა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც „უკრზალიზნიციამ“ რიგი მატარებლების მარშრუტი შეცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)