20:58 - 28 May, 2026
|
2025-03-19 20:45:14, 1327 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg - ზელენსკიმ ტრამპთან საუბრისას, მხარი დაუჭირა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერების წინადადებას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან საუბრის დროს, მხარი დაუჭირა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერების შესახებ აშშ-ს წინადადებას. ინფორმაციას Bloomberg სატელეფონო საუბრის დეტალების მცოდნე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. აშშ-ს პრეზიდენტის შეფასებით, სატელეფონო საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა. "ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. საუბარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. საუბრის დიდი ნაწილი ეხებოდა გუშინდელ ზარს პრეზიდენტ პუტინთან, რათა შევაჯეროთ რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნები და საჭიროებები. ჩვენ ნამდვილად სწორ გზაზე ვართ". - თქვა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)