|
2025-03-16 16:06:25, 1426 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ კვირაში რუსებმა 1 360-მდე რაკეტა გაუშვეს, ვისაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ასე არ იქცევა
ასობით თავდასხმა ჩვენს ქალაქებსა და თემებზე ამ კვირაში: ჩერნიგოვი, ხერსონი, დონეცკი, ხარკოვი, დნიპრო, ოდესა, პოლტავა, კიევი, მიკოლაივი, ზაპოროჟიე და სუმის ოლქები. რუსებმა 1 020-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1 360-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ, აგრესია შეწყვიტოს, საჭიროა გადამწყვეტი ზომები, მათ შორის სანქციები. „ისინი, ვისაც სურთ, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ასე არ იქცევიან. ამიტომ ჩვენ ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ვაიძულოთ, აგრესია შეწყვიტოს. საჭიროა გადამწყვეტი ზომები, მათ შორის სანქციები, რომლებიც არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ მუდმივად გაძლიერდეს. უკრაინას, ევროპას, ამერიკას და ყველას, ვისაც მშვიდობა სურს - ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)