21:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 10:27:18, 1099 ნახვა

ომი უკრაინაში
დონალდ ტრამპი - პუტინი უკრაინაში ევროკავშირის სამშვიდობო ჯარების განლაგებას დათანხმდება

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ევროკავშირის სამშვიდობო ჯარების განლაგებას დათანხმდება. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ევროკავშირის მიერ უკრაინაში სამშვიდობო ჯარების განლაგების შესახებ ჟურნალისტის კითხვას აშშ-ს პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

"ის ამას დათანხმდება. მე მას ეს კითხვა დავუსვი. თუ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, ის ომით დაინტერესებული აღარ იქნება. მე მას ზუსტად ეს ვკითხე. მას ამასთან [სამშვიდობო ჯარების განლაგებასთან] პრობლემა არ აქვს". - თქვა ტრამპმა.

ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპული ქვეყნები "მზად არიან და აპირებენ" უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების მიაწოდონ, მათ შორის, შესაძლოა, ჯარების განლაგების სახით.

მაკრონის თქმით, ჯარისკაცების განლაგების მიზანი "მშვიდობის შენარჩუნება" იქნება და ისინი არ იქნებიან წინა ხაზებზე განლაგებულნი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics