|
2025-02-15 15:14:56, 1325 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს ზურგს უკან მიღწეულ შეთანხმებებს არასდროს დავთანხმდებით
ჩვენს ზურგს უკან მიღწეულ შეთანხმებებს არასდროს დავთანხმდებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენს ზურგს უკან და ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიღწეულ შეთანხმებებს არასდროს დავთანხმდებით. არავითარი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე, არავითარი გადაწყვეტილება ევროპის შესახებ ევროპის გარეშე. ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა ჰქონდეს. თუ ჩვენ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაშინ დავმარცხდებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უსაფრთხოების რეალური გარანტიების გარეშე ვერ დათანხმდება. „გვჯერა, რომ უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტიის საფუძველი ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს, ან თუ ეს არა, მაშინ პირობები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს სხვა ნატო შევქმნათ, აქ, უკრაინაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)