02:14 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 11:53:06, 653 ნახვა

სამართალი
პროკურატურა პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს

თბილისის  საქალაქო სასამართლო  ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილის  მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდებულის ადვოკატი კი, პატიმრობის შუამდგომლობას არ ეთანხმება.

ლევან მექვაბიშვილს ბრალი  ე.წ მოდულის შენობაში გუშინ წაუყენეს.

შენობიდან გამოსულ ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, სატელეფონო საუბრის დროს,  მარინა ფილაური სასაფლაოზე თავდასხმას "ყოფით ნიადაგზე მომხდარ შემთხვევას" უწოდებს.

მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა.

შეგახსენებთ,  გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics