01:13 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 15:44:50, 961 ნახვა

ომი უკრაინაში
ოსტინი - უკრაინას აქვს მრავალი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ დრონების სახით - მას გამარჯვება შეუძლია

უკრაინას აბსოლუტურად შეუძლია გამარჯვება,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

ოსტინის თქმით, უკრაინას აქვს მრავალი შესაძლებლობა, მათ შორის აშშ-ისგან მიწოდებული დრონები და აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატები აწარმოოს.

"უკრაინას აქვს მრავალი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ დრონების სახით. ასევე, აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს საკუთარი უპილოტო აპარატები. ისინი ძალიან ეფექტურია. რეალურად ვნახეთ, როგორ ახორციელებენ თავდასხმებსა და ოპერაციებს საზღვრიდან 400 კილომეტრის მოშორებით. უკრაინას აბსოლუტურად შეუძლია გამარჯვება. ჩვენ გამარჯვებას განვსაზღვრავთ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი ტერიტორია და შეაკავოს აგრესია მომავალში",- განაცხადა ოსტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics