02:35 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 10:46:32, 604 ნახვა

ომი უკრაინაში
ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი კიევში ჩადიან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი დღეს, კიევში ჩადიან. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ისინი შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს, რათა განიხილონ უკრაინის თავდაცვის შემდგომი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.

"11 სექტემბერს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გაემგზავრება უკრაინაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ ლემისთან ერთად, სადაც ისინი შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებს, რათა განიხილონ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ის, თუ როგორ უზრუნველყონ უკრაინის განვითარება სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული კუთხით გრძელვადიან პერსპექტივაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, 12 სექტემბერს ბლინკენი გაემგზავრება პოლონეთში, სადაც შეხვდება პოლონეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს, რათა განიხილოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის თავდაცვისა და ენერგეტიკის თანამშრომლობის გაღრმავება და ორი ქვეყნის, როგორც ნატოს მოკავშირეების, მუშაობა უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics