17:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-04 17:19:55, 1250 ნახვა

სპორტი
ირმა ხეცურიანი პარალიმპიადას გამოეთიშა - მას ბრინჯაოს მედლამდე 3 გამარჯვება აშორებდა

ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი პარალიმპიადას გამოეთიშა.  

რეპეშაჟის მეორე შეხვედრაში ქართველი ეტლით მოფარიკავე ჩინელ მეტოქესთან დამარცხდა.

მანამდე, ხეცურიანმა რეპეშაჟში პირველი შეხვედრა მოიგო და მას ბრინჯაოს მედლამდე 3 გამარჯვება აშორებდა.

შეგახსენებთ, წლევანდელ პარალიმპიადაზე საქართველოს უკვე 3, ერთი ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს - ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics