15:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 19:29:45, 6408 ნახვა

კულტურა
პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი უკვე დაიწყო

პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი უკვე დაიწყო.
საღამოს ფრანგი მსახიობი ალენ დელონი და პიანისტი დათუნა ალადაშვილი უძღვებიან.

გრანდიოზულ კონცერტში,  მსოფლიოს 15-მდე ვარსკვლავი ღებულობს მონაწილეობას.
მათ შორისაა: ნინო მაჩაიძე, მაყვალა ქასრაშვილი, იანო თამარი, ანიტა რაჭველიშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, მარიკა გულორდავა, მიშელ კრაიდერი, ოლგა ბოროდინა, ირინა მაკაროვა.
სპეციალურად ამ დღისათვის ორი სიმფონიური ორკესტრი, ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ე.მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ერთიანდება. გაერთიანებულ ორკესტრს ორი მაესტრო - ჯანლუკა მარჩანო და ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.
როგორც არტპალასში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, აღნიშნული ღონისძიება არ არის საქველმოქმედო და ის „იავნანასაგან“ აბსოლუტურად გამიჯნულია.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი მსახიობი ალენ დელონი საქართველოს 11 თებერვალს სპეციალურად პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტისათვის ეწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics