00:51 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 17:21:36, 755 ნახვა

სამართალი
ზესტაფონში სამართალდამცველები 3 პიროვნებას ეძებენ

უკვე მეორე დღეა სამართალდამცველები 3 პიროვნებას ეძებენ, რომლებიც 2 დღის წინ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საზანოდან გამოვიდნენ, რის შემდეგაც ოჯახის წევრებს ისინი აღარ უნახავთ. დაკარგული პირები საქონლის ბიზნესით არიან დაკავებულები.

2 დღის წინ დილის 06:00 საათზე, ისინი სწორედ საქონლის დიდი პარტიის შესაძენად წავიდნენ. მათთან ერთად საქმიან გარიგებაზე, ხობში მცხოვრები პირიც იმყოფებოდა. სახლიდან გამოსვლიდან რამდენიმე საათში ვერც ერთთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა.

ოჯახმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა, დღეს კი სოფელ ურთასთან მდინარის ნაპირზე დაკარგული პირების მანქანა იპოვეს. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და ავტომობილის დათვალიერება მიმდინარეობს. პოლიციამ დაკარგული პირების მობილურები მდინარიდან ამოიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics