|
2015-02-12 11:47:54, 731 ნახვა
საზოგადოება
ქალაქ გორის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტება დასრულდა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ გორის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტების პროექტი დაასრულა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს, ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული სრული მონაცემები ქალაქ გორის მერიას გადაეცა. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ზუსტად დადგინდა საზღვარი ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის. სამომავლო განვითარების მიზნით კი ქალაქ გორს მეზობელი სოფლების გარკვეული ტერიტორიები(750 ჰექტარი) შეუერთდა. ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტების პროცესში საჯარო რეესტრის სპეციალისტებმა ქალაქის საზღვარი მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოების საშუალებით და GPS სადგურების ქსელის გამოყენებით აზომეს. პარალელურად, საზღვრის ხაზის ძირითადი წერტილები ადგილზე სპეციალური მიწისქვეშა პუნქტების საშუალებით დამაგრდა და მათი კოორდინატების კატალოგი მომზადდა. საზღვრის დაზუსტების შემდეგ, NSDI -ს პროექტის ფარგლებში, ქ. გორში გზათა ქსელის, სამისამართო მონაცემების, ჰიდროგრაფიის, საკომუნიკაციო ქსელისა და სხვა მონაცემების წარმოებაც დაიწყება. პროექტის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება საზღვრის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, დადგინდება მუნიციპალიტეტის განსაკარგავი ტერიტორია და საკუთრების რეგისტრაციის უფლებამოსილება, მოწესრიგდება მიწის ნაკვეთების მისამართები და სარეგისტრაციო ზონის საზღვრები, მოხდება მონაცემების სტანდარტიზაცია და მათი სწორი წარმოება. გორის საპილოტე პროექტის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი საბაზისო ინფორმაცია საკადასტრო და ადმინისტრაციულ, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო, სამისამართო, დემოგრაფიულ და სხვა მონაცემებს გააერთიანებს. ქალაქ გორში განხორციელებული საპილოტე პროექტის წარმატება ხელს შეუწყობს NSDI-ს პროქტის ქვეყნის მასშტაბით განხორციელებას. პარალელურად, შეიქმნება ლოკალური გეოგრაფიული მონაცემების ადგილობრივ დონეზე წარმოების წარმატებული პრეცედენტი, რაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც საუკეთესო მაგალითი და სტიმული იქნება. პროექტი ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით მიმდინარეობს. თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის 8 თანამშრომლისთვის თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გეოინფორმაციული სისტემებისა და გეოდეზია-კარტოგრაფიის მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებიც ჩაატარა. კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა. კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად სააგენტომ გორის თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებით აღჭურვა, რომელიც სივრცითი მონაცემების წარმოებისთვისაა საჭირო.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)