17:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-08 15:03:35, 1845 ნახვა

სამხედრო
8 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის დაარსების დღეა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის დაარსებიდან 28 წელი გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.

„სარიტუალო სამსახურის წარმომადგენლებს პროფესიული დღე, ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა და თავდაცვის ძალებში ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გაიმართა სამხედრო სარიტუალო სამსახურის საჩვენებელი გამოსვლაც.

საზეიმო ღონისძიებას ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

პირველი „ცალკეული საპატიო ყარაულის ასეული“ 1996 წლის 8 აპრილს ჩამოყალიბდა, 2022 წლის 23 დეკემბერს კი, ქვედანაყოფს სახელი შეეცვალა და „სამხედრო სარიტუალო სამსახური“ ეწოდა. „სამხედრო სარიტუალო სამსახური“ მონაწილეობს სააღლუმო, სადღესასწაულო, პატივის მიგების, ასევე, უმაღლესი რანგის ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების ცერემონიებში”,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics