|
2024-04-01 12:40:45, 913 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. „ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, განკარგულების ფარგლებში, ბიზნესის ხელისშემწყობი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის წინასწარი მონაცემებით აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა 96.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 64%-ით აღემატება. სხდომაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს 2023 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა 542 მილიონ ლარს გადააჭარბა. ასევე, სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანობა. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტების მიერ 2023 წელს მაქსიმალურად იყო ათვისებული როგორც კაპიტალური, ასევე სპეციალური ტრანსფერების ფარგლებში გათვალისწინებული თანხები და ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს“, - აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)