|
2024-03-05 14:15:20, 1104 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე შვედეთის ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა ლიბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ შვედ დიპლომატს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. "მადლიერებით აღნიშნა შვედეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შვედეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია და მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ელჩს აჭარის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, განათლება, კულტურა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)