20:07 - 28 May, 2026
|
2024-02-23 16:28:43, 1166 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან - მირიან აბაშიძესთან და რუსუდან შავაძესთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდა. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივების საჭიროებები პირადად მოისმინეს და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. "შეხვედრაზე მოსახლეობას ინდივიდუალურად გაეცნო გეოლოგიური სამსახურის მიერ უმოკლეს ვადაში დადებული დასკვნები და გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამასთან დაკავშირებით.
ომარ ტაკიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)