|
2024-01-30 11:18:49, 1272 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის კომისიის სხდომაზე 18 ეკომიგრანტი ოჯახის საკითხი განიხილეს
"ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამის კომისიის სხდომაზე 18 ეკომიგრანტი ოჯახის საკითხი განიხილეს. სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე უძღვებოდა. "კომისიამ პროგრამაში ჩართვის მიზნით, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიების შუამდგომლობები განიხილა. მათგან 5 ოჯახის საკითხი მასალების დაზუსტების მიზნით, დაუბრუნდა მერიებს, რომლის შემდგომაც შესაძლებელი იქნება თავიდან აღიძრას შუამდგომლობა“,- აღნიშნა ედუარდ ნაკაშიძემ. სხდომაზე ასევე განიხილეს "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის" ბენეფიციარების - 21 ოჯახის მიერ შესასყიდად შერჩეული საცხოვრებელი სახლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის საკითხი. სამინისტროს "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" 2024 წლის პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი უკვე 11 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. მიმდინარე წელს სამინისტრომ თანადაფინანსების წილი 50 000 ლარამდე გაზარდა და წლის ბოლომდე პროგრამით 100 ოჯახი ისარგებლებს. პროგრამის სრული ბიუჯეტი 5 მილიონ ლარზე მეტია. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)