20:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 16:12:32, 1420 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა მოადგილესთან ერთად ტაკიძეებში საპიკნიკე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილე გურამ ზოიძესთან ერთად, ტაკიძეებში საპიკნიკე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ოთოლთას ჩანჩქერთან მოეწყო მიმდებარე ტერიტორია, კოცონის სივრცე, ბილიკები და სველი წერტილები. დაიდგა ფანჩატურები, დეკორატიული სკამები.

"სივრცე გათვლილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მთაში მოგზაურობის მოყვარული ვიზიტორებისთვის.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყო ასევე ნაჭივრის ხიდზე, სამუშაოები მიმდინარეობს 9 აპრილის ხეივანში, რომელიც 2024 წელს დასრულდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics