20:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-19 13:47:15, 1181 ნახვა

რეგიონი
კასპში საახალწლო ღონისძიება 24 დეკემბერს გაიმართება

24 დეკემბერს, კასპში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, კულტურის ცენტრის მიმდებარედ საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება.

"ღონისძიებას გახსნის ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. დღის განმავლობაში მოედანზე მოეწყობა საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება კვების სივრცეები.

14:00 საათიდან ბავშვების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. 

საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ თოვლის ბაბუას და ზღაპრის გმირებს. 

საახალწლო ღონისძიებას „თეატრალური კვარტეტი“ და ჯგუფი "ქილეიჯი" დაასრულებს. 
კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. 

კონცერტის დასრულების შემდეგ დაგეგმილია საზეიმო ფოიერვერკი",- აღნიშნულია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics