|
2023-12-07 16:56:49, 1300 ნახვა
რეგიონი
ქედაში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მოქალაქეებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს
დღეს, ქედაში „არა ძალადობას“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მოქალაქეებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, გასვლითი შეხვედრები გაიმართა მახუნცეთის და ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. „შეხვედრა ღია სივრცე საზოგადოებისათვის „ქალთა ოთახის“ და გენდერული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. 16 დღიანი ,,არა ძალადობის" კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს „ადამიანთა უფლებების დაცვის დღეს“ დასრულდება“, - აღნიშნულია ქედის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)