21:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 15:43:55, 1380 ნახვა

რეგიონი
2023 წელს, აჭარა 30-მდე ტურისტულ გამოფენასა და საერთაშორისო ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი

​წელს, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს 30-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა, როგორებიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანის, დუბაის, პარიზის, ბარსელონას, პრაღის, ვენის, ბუდაპეშტის გამოფენები.

„გარდა გამოფენებში მონაწილეობისა, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა პრეზენტაციები, მიღებები და სპეციალური საღამოები სკანდინავიის ქვეყნებში, უნგრეთსა და ისრაელში.

დეპარტამენტმა ნოემბრის განმავლობაში, აჭარის ტურისტული პროდუქტების, სერვისებისა და მიმართულებების პოპულარიზაცია ბარსელონას, ვარშავისა და ტაშკენტის ტურისტულ გამოფენებზე განახორციელა. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო სააგენტოების, მედიის წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან.

მათთან თანამშრომლობით, უწყება 2024 წელს, აჭარაში პრეს და ინფოტურების ორგანიზებას გეგმავს, რის ფარგლებშიც მომზადდება ტურისტული პაკეტები, დაიწერება სტატიები, ბლოგები და გაკეთდება სიუჟეტები, გადაცემები აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო ღონისძიებებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მოანაწილეობდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics