21:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 10:14:29, 975 ნახვა

რეგიონი
კასპის მერია - სოფელ თოგოიანის მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

​კასპის მუნიციპალიტეტის, სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თოგოიანის მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აჩიკო გიგოლაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, პროექტი რომელიც 1 075 გრძივი მეტრი გზის მოწყობას ითვალისწინებს რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს „ჩაგელა“ ასრულებს.

„სოფლის მისასვლელი გზა ასფალტირებული არასოდეს ყოფილა, დაგებული ორფენიანი ასფალტი კი მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics