21:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-04 16:18:15, 1523 ნახვა

რეგიონი
კასპის მერია - მუნიციპალიტეტის სპორტულ ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი ხელოვნურ საფარიანი მოედანი შეემატება

კასპის მუნიციპალიტეტში სპორტულ ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი ხელოვნურ საფარიანი მოედანი შეემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, სოფელ სასირეთში ბეტონზე ხელოვნურ საფარიანი მოედნის მშენებლობა დაწყებულია.

"სპორტული მოედნის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და შპს „დანი ქონთრაქშენი“ ახორციელებს.

თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და დროის მიზნობრივ გამოყენებას", - აღნიშნულია ინფორნაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics