21:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 10:45:30, 1196 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

​აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და თურქ ხალხს საიუბილეო თარიღი მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში, აჭარის მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე - დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"მსურს მივულოცო ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს, თურქ ხალხს ეროვნული დღესასწაული. განსაკუთრებით ვაფასებთ იმ კეთილმეზობლურ სტრატეგიულ, ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ მეგობრობას, რომელიც ჩვენი სახელმწიფოების ლიდერების მხარდაჭერით და ძალისხმევით წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და დღეს ჩვენი მრავალმხრივი ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics