21:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 11:51:05, 825 ნახვა

რეგიონი
კასპში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოებს, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.

„ჩასატარებელ სამუშაოებში შედის, როგორც შიდა ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე გარე სამუშაოები.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთავარ საგამოფენო ოთახს და დერეფანს. გაილესება და შეიღებება კედლები, მოეწყობა ლამინირებული იატაკი, სველ წერტილები და ჭერი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გარე ინტერიერის, კერძოდ აივნის გადახურვის კონსტრუქციის მოწყობა და აივნის ს ზედაპირის განახლება.

მიმდინარე სამუშაოს ი/მ ჯემალ ჭოველიძე ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 82 670 ლარია“,- აღნიშნულია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics