21:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 18:45:01, 1241 ნახვა

რეგიონი
ქედაში, ფრიდონ ხალვაშის ცენტრალურ პარკში, ლიტერატურული კონკურსის მეორე ტური გაიმართა

ქედაში, ფრიდონ ხალვაშის ცენტრალურ პარკში, ლიტერატურული კონკურსის მეორე ტური გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტის მიზანია დამწყები შემოქმედების გამოვლენა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა.

კონკურსის პირველი ტური ქობულეთის  მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც  კონკურსანტებმა 5 სხვადასხვა თემაზე ნაწარმოებები: პატრიოტული, დიალექტური,  რომანტიკული, კრეატიული, კლასიკური, პროზასა და პოეზიაში შექმნეს.

"დღეს, კონკურსანტებმა ნამუშევრები კომპეტენტურ ჟიურის წარუდგინეს. ინტერმუნიციპალურ ლიტერატურულ კონკურსს ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრის რეჟიროსი ლია მახარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი გურანდა დოლიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი იზოლდა სურმანიძე, პეგასის კოორდინატორი ნატალი სხალთელი და პოეტი ქალთამზე-ანა სურმანიძე აფასებდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენეთ, რომ მესამე ტური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ხოლო მეოთხე ტური კი, აჭარის მწერალთა სახლში გაიმართება.

კონკურსის შედეგად ჟიურის მიერ გამოვლინდება 10 გამარჯვებული. ასევე გამოვლინდებიან "პეგასი 2023"-ის გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში:

  •  პატრიოტული;
  •  დიალექტური;
  •  რომანტიკული;
  •  კრეატიული;
  •  კლასიკური.

"ინტერმუნიციპალურ კონკურსში 42 კონკურსანტი მონაწილეობდა, მათ შორის 9 ქედის მუნიციპალიტეტს წარმოადგენდა. ჟიურის შეფასების მიხედვით, მესამე ტურში 25 მონაწილე იასპარეზებს, მათ შორის ქედის მუნიპალიტეტიდან 5 კონკურსანტი ფინალის ტიტულის მონაპოვებლად იბრძოლებს.

გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება ხულოს მუნიციპალიტეტში, 13 ოქტომბერს 14:00 სთ-ზე. პროექტის მხარდამჭერებისაგან გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.

ფინალისტებისთვის საჩუქრად გამოიცემა ბროშურა - ,,პეგასი 2023", რომელშიც შევა მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics