21:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 13:50:19, 1227 ნახვა

რეგიონი
ქედის მერის პირველმა მოადგილემ პედაგოგ ესმა ბერიძეს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან, ეკატერინე ქაჯაიასთან ერთად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხანდაზმული პედაგოგი ესმა ბერიძე მოინახულა, პროფესიული დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

"ესმა ბერიძე 1930 წელს სოფელ ზესოფელში დაიბადა. ჰყავს 5 შვილი, 9 შვილიშვილი და 11 შვილთაშვილი. ამჟამად ქალბატონი ესმა, პენსიონერია. ესმა ბერიძემ ზესოფლის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ 1944 წელს დაამთავრა ქედის საშუალო სკოლა და მუშაობა დაიწყო ძენწმანის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად.

მიღებული აქვს მრავალი ქების სიგელი, ჯილდო. აქვს სკოლასა და ბაღში მუშაობის 54-წლიანი გამოცდილება. სოფელს არაერთი წარმატებული თაობა აღუზარდა. ქედის რესურსცენტრმა როგორც წარმატებულ პედაგოგს, ქების სიგელი გადასცა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics